სანიტარი
კლინიკა Silk Medical აცხადებს ვაკანსიას სანიტრის პოზიციაზე უზნაძის ფილიალში.
თუ ხარ პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული და გსურს იმუშაო სტაბილურ და მეგობრულ გარემოში, შემოგვიერთდი! პოზიცია: სანიტარი სამუშაო ადგილი: უზნაძის ფილიალი
სამუშაო გრაფიკი: - 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება - სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
ძირითადი მოვალეობები: - კლინიკის სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა; - პაციენტების პალატების, კაბინეტებისა და საერთო სივრცეების დასუფთავება და მოწესრიგება; - სამედიცინო ნარჩენების შეგროვება, დახარისხება და განთავსება დადგენილი წესების შესაბამისად; - სადეზინფექციო სამუშაოების შესრულება; - სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერა ყოველდღიური საქმიანობის პროცესში; - სანიტარულ-ჰიგიენური და ინფექციის კონტროლის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უნარი; - შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს; - მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას; - კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - ღირსეულ სამუშაო პირობებს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: hr@silkmedical.ge Silk Medical გისურვებთ წარმატებას და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას!