7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MRV7121P გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

სერვისის სუპერვაიზერი

კიკეთის ფერმა via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი სოფლის მეურნეობა
₾2500 / თვეში ბოლო ვადა:

კიკეთის ფერმა აცხადებს ვაკანსიას სერვისის სუპერვაიზერის პოზიციაზე

ჩვენს შესახებ: კიკეთის ფერმა — ეს არის ეკოტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ბუნებასთან სიახლოვეს და ადგილობრივ ღირებულებებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად ქმნის მყუდრო, ავთენტურ და შთამაგონებელ გარემოს სტუმრებისთვის და თანამშრომლებისთვის.

სამუშაო პირობები: - მდებარეობა: კიკეთი, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28 - გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე (სმენებში) | 2 დღე დასვენება - სამუშაო განაკვეთი: სრული. - ანაზღაურება: 2500ლარი + ბონუსები გამოსაცდელი ვადის შემდეგ.

ძირითადი მოვალეობები: - ყოველდღიური ოპერაციული პროცესების მართვა და კონტროლი; - მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა და სტუმრების კმაყოფილებაზე ზრუნვა; - მიმტანების, ბარისტებისა და რანერების სამუშაო პროცესის კოორდინაცია; - თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა და დასწრების კონტროლი; - ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესში მონაწილეობა და მათი გადამზადების მხარდაჭერა; - სალარო ოპერაციების, ანგარიშსწორებისა და დღის დახურვის პროცესის კონტროლი; - პროდუქციის მარაგების მონიტორინგი, საჭიროების განსაზღვრა და შეკვეთების ინიცირება; - ჰიგიენის, სისუფთავისა და კვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე კონტროლი; - სტუმრების შენიშვნებისა და პრეტენზიების ეფექტურად მართვა; - შიდა დეპარტამენტებთან (სამზარეულო, საწყობი, ადმინისტრაცია) ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; - განსაზღვრული სამუშაო გეგმის (KPI) შესრულება და შედეგების რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა; - საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); - ლიდერული, ორგანიზების და ეფექტური კომუნიკაციის უნარები; - სტრესულ გარემოში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; - აუცილებელია კვების ობიექტში სუპერვაიზერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ბენეფიტები: - კვების უზრუნველყოფა; - შედეგებზე დაფუძნებული ბონუსების სისტემა; - გამოსაცდელი ვადის შემდეგ — ჯანმრთელობის დაზღვევა; - მენეჯმენტის შიდა ტრეინინგებში მონაწილეობა; - პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/s6n0iGvd

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „კიკეთის ფერმამ“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
კიკეთის ფერმა
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა