ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი
ბიოქიმფარმი აცხადებს კონკურსს - ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის პოზიციაზე
ჩვენ შესახებ: GMP-ისა და ISO 9001-ის სერტიფიცირებული „ბიოქიმფარმი“ ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ახორციელებს კვლევასა და განვითარებას (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატივებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფაგის პრეპარატების კვლევისა და წარმოების მიმართულებით 80-წლიან გამოცდილებას აერთიანებს. კომპანიის პროდუქცია რეგისტრირებულია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზრებზე და ექსპორტზე გადის სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.biochimpharm.ge ან Facebook-გვერდზე: https://www.facebook.com/biochimpharm
ძირითადი ინფორმაცია: - პოზიცია: ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი - ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო, ლევან გოთუას ქ. №8 - სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:00–18:00 - ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
პოზიციის მიზანი: საწარმოს საინჟინრო სისტემების, ტექნიკური მოწყობილობების, საწარმოო და ლაბორატორიული დანადგარებისა და სათავსების გამართული, უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ტექნიკური მომსახურების პროცესების მართვა და საინჟინრო-ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელობა ხარისხის მართვისა და ფარმაცევტული წარმოების შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები - საწარმოს საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის პროცესების მართვა, გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია; - საინჟინრო-ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაოების დაგეგმვა, განაწილება და შესრულების კონტროლი; - საწარმოო და ლაბორატორიული დანადგარების, საინჟინრო სისტემებისა და სათავსების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; - ტექნიკური მოწყობილობებისა და სისტემების გეგმიური და არაგეგმიური მომსახურების, ინსპექტირებისა და სარემონტო სამუშაოების ორგანიზება; - ტექნიკური გაუმართაობებისა და რისკების შეფასება, პრევენციული და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა; - დანადგარებისა და საინჟინრო სისტემების მონტაჟის, კვალიფიკაციისა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესების კოორდინაცია და კონტროლი; - ტექნიკური მომსახურების პროცედურების, სამუშაო ინსტრუქციებისა და გრაფიკების შემუშავება, ტექნიკური ჩანაწერებისა და ანგარიშგების წარმოების უზრუნველყოფა; - საკონტროლო-საზომი საშუალებების, მეტროლოგიური კონტროლისა და შესაბამისი მონიტორინგის პროცესების მართვა; - გარე მომსახურების მიმწოდებლებთან და დანადგარების მწარმოებლებთან თანამშრომლობა, შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი; - ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილებასთან თანამშრომლობა გადახრების, შეუსაბამობებისა და მაკორექტირებელი ღონისძიებების მართვის პროცესში; - სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების მარაგების მართვა და პერსონალის ტექნიკური სწავლების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნოლოგიურ, ფარმაცევტულ ან სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში; მაგისტრის ხარისხი სასურველია; - ტექნიკური უზრუნველყოფის, ინჟინერიის, ტექნიკური მომსახურების ან შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 3 წელი მენეჯერულ პოზიციაზე; - საინჟინრო სისტემებთან, დანადგარებსა და ავტომატიზებულ სისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; - საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, PowerPoint, Outlook) და CAD პროგრამების ცოდნა; - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე.
სასურველი კვალიფიკაცია: - ფარმაცევტულ საწარმოში მუშაობის გამოცდილება; - ფარმაცევტულ საწარმოო სისტემებსა და დანადგარებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; - GMP-ისა და ხარისხის მართვის სისტემების მოთხოვნების ცოდნა.
საჭირო უნარ-ჩვევები: - გუნდის მართვისა და სამუშაოების ეფექტურად დელეგირების უნარი; - ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი; - სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; - ანალიტიკური აზროვნებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - დროის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი; - ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების უნარი.
რას გთავაზობთ: - ჯანმრთელობის დაზღვევის სრულ დაფინანსებას; - ჯანსაღ და პროფესიულ სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე. ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი“.
პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაცია: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თუ თქვენი კანდიდატურა ვერ შეირჩევა მოცემულ ვაკანსიაზე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლისა და თქვენი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, შენახულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე განსახილველად არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.