გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

MTYBPDMK გამოქვეყნდა 30 ოქტ 65 ნახვა

მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი

ჯორჯიან სერვის გრუპი 2007 გარე განცხადება
₾1200 / თვეში ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

"Georgian Service Group 2007" - პირველი აუტსორსული კომპანია საქართველოში თბილისის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის (Customer Service Representative) პოზიციაზე.

მოვალეობები: უცხოელი მომხმარებლების ელ-ფოსტაზე და ზარებზე პასუხი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (C1)
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

სამუშაო პირობები

  • საწყისი (net) ანაზღაურება 1200 ლარი;

სახელფასო დანამატის სისტემა (ხელფასის 35%, 45%, 55%)

  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
  • ახალგაზრდა და მოტივირებული გუნდი
  • მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი (ჰიბრიდულად მუშაობის შესაძლებლობა, რამდენიმე დღე ოფისიდან, რამდენიმე დღე სახლიდან) (სრული სამუშაო გრაფიკი, ნახევარი განაკვეთი არ არის შესაძლებელი)

ზაფხული: 2 დღე 9:30-დან 18:00-მდე. 3 დღე 11:30-დან 20:00-მდე ზამთარში: 2 დღე 9:30-დან 18:00-მდე. 3 დღე 12:30-დან 21:00-მდე ერთი სამუშაო დღე უნდა იყოს შაბათი და კვირიდან, სამაგიეროდ შუა კვირის ერთი დღე იქნება დასვენება. (5 სამუშაო და 2 დასვენების დღე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე.

"Georgian Service Group 2007"

მისამართი: ოთარ ლორთქიფანიძის 35

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიაზე CV-ისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენით კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ კანდიდატის შეფასების, შერჩევის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარებისა და, საჭიროების შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის ადმინისტრირების მიზნით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ უფლებამოსილი პირების მიერ და შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით, ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით. კომპანია უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კომპანია იცავს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებს, ემიჯნება ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციას და უზრუნველყოფს ყველა კანდიდატის თანაბარ და სამართლიან შეფასებას.

კომპანია მადლობას უხდის ყველა კანდიდატს დაინტერესებისთვის. დაკავშირება განხორციელდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც გადავლენ შერჩევის შემდეგ ეტაპზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა