8144 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MTZ1K4CW გამოქვეყნდა 26 აგვ 24 ნახვა

თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

უფროსი სპეციალისტი

თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
₾1205 / თვეში ბოლო ვადა:

თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მოზიდვისა და სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული თანამდებობრივი სარგო: 1,205 ლარი დარიცხული (აკლდება საშემოსავლო გადასახადი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები - მიზნობრივ სეგმენტებში მკითხველთა მოზიდვის არხების მუდმივი განვითარება; - კონკურენტი ბიბლიოთეკებისა და საუკეთესო პრაქტიკების მოძიება და მათი სერვისების ანალიზი; - მიზნობრივ სეგმენტებთან უკუკავშირის მეთოდებისა და კომუნიკაციის არხების განვითარება; - მომხმარებლებისთვის სასურველი სერვისებისა და ფონდების შესახებ ინფორმაციის მუდმივი მოგროვება; - მომხმარებელთა საჭიროებებისა და საუკეთესო პრაქტიკების საფუძველზე ახალი სერვისების დამატებისა და არსებული სერვისების დახვეწის იდეების გენერირება; - ბიბლიოთეკის ბრენდის მახასიათებლების განსაზღვრა და თანამშრომლებთან შესაბამისი კომუნიკაცია; - ბრენდის განვითარების იდეების დაფიქსირება; - ბრენდისთვის საზიანო ინფორმაციის დროული გამოვლენა და ხელმძღვანელისთვის წარდგენა; - უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - ბაკალავრის ხარისხი; - მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.

ენების ცოდნა - ქართული - სახელმწიფო ენა; - ინგლისური - B1 დონე.

პიროვნული უნარები - კრეატიულობა და შემოქმედებითობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ოპერატიულობა; - ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი; - გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი; - არგუმენტირების უნარი; - ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; - პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა; - ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Word; - Microsoft Excel; - Microsoft PowerPoint.

ჩვენ გთავაზობთ - კეთილგანწყობილ სამუშაო გუნდს; - კომფორტულ სამუშაო გარემოს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

განაცხადის წარდგენა დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: ელექტრონული წერილის Subject ველში აუცილებლად უნდა მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 სექტემბერი, 2026 წელი. გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის