ოფისის მენეჯერი
ლოჯისტიკის კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები
- ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
- დოკუმენტების მოწესრიგება და წარმოება;
- შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი ინფორმაციის კოორდინაცია;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint);
- გამართული მეტყველება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
დამატებითი ინფორმაცია
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; შაბათი (ნახევარი დღე);
- გამოსაცდელი ვადა — 2 თვე;
- ხელფასი — 1500 ლარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად ელფოსტაზე და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება.