8829 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MX9MA8A4 გამოქვეყნდა 25 აგვ 9 ნახვა

საგამოცდო ცენტრში სპეციალისტი

ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი გარე განცხადება
ბათუმი სტაჟირება ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

უნივერსიტეტი შპს "ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრში სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

"ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კერძო სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია ტალანტების ძიებასა და ინოვაციური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფაზე. ჩვენს მისიას წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო განათლების სფეროში უმაღლესი სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების დანერგვით, სწავლების ინოვაციური მეთოდების შეთავაზებით, ეფექტური მენეჯმენტისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების მუდმივი განვითარებით, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მედიცინის სფეროს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადებას.

დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობებია:

** შუალედური/ბლოკის, დასკვნითი და განმეორებითი გამოცდების შესახებ ინფორმაციის მომზადება;

** საგამოცდო საკითხთა ნიმუშების, ტესტების, ბილეთების (ტესტების შემთხვევაში სწორი პასუხების) გამოთხოვა სასწავლო კურსების პედაგოგებისგან;

** კომპეტენციის ფარგლებში საგამოცდო მასალის (თეორიული საკითხების და ტესტების) შინაარსობრივი და სტილისტური გამართულობის უზრუნველყოფა;

** გამოცდის დაწყებამდე სტუდენტებისთვის გამოცდაზე ქცევის წესების გაცნობა;

** საგამოცდო პროცესზე დაკვირვება.

ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წარმოადგენს:

** უმაღლესი განათლებავ - სასურველი: ჯანდაცვა/ მედიცინა/ სტომატოლოგია/ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;

** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;

** ინგლისური ენის ფლობა: არანაკლებ B2 დონეზე;

** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: Microsoft Office.

სამუშაო ადგილი: ბათუმი

სამუშაო განაკვეთი: სრული

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს (საგამოცდო ცენტრის სპეციალისტი).

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2026 წლის 20 სექტემბერი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის