9842 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

MY43AVXS გამოქვეყნდა 23 ოქტ 25 ნახვა

ასოცირებული კორპორაციული ბანკირი

PASHA Bank გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 13 ნოე

PASHA BANK აცხადებს ვაკანსიას ასოცირებული კორპორაციული ბანკირის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი დეპარტამენტი: კორპორაციული ბანკინგის დეპარტამენტი

პაშა ბანკი საქართველოში გთავაზობთ საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, კონკურენტულ ანაზღაურებას, მოქნილ სამუშაო გარემოსა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ პასუხისმგებლობა, გუნდურობა და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება. ჩვენი EVP სამ პრინციპს ეფუძნება - ერთად ვვითარდებით, ვასრულებთ დაპირებებს და ვაკეთებთ მოსალოდნელზე მეტს. ეს ის ღირებულებებია, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ მუშაობას, გადაწყვეტილებებსა და საერთო წარმატებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - კორპორაციული კლიენტების მოზიდვა და ბაზების განვითარება; - კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია და გარიგებების სტრუქტურირებასა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; - საკრედიტო ანალიტიკოსებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საკრედიტო პროცესის შეუფერხებელი და დროული მიმდინარეობა; - შიდა გუნდებთან (რისკების მართვის, იურიდიული, შესაბამისობის, ხაზინისა და საოპერაციო დეპარტამენტები) კოორდინაცია სესხის დოკუმენტაციის მომზადების, მოლაპარაკებისა და სესხის გაფორმების პროცესში; - კორპორაციული მიმართულების მხარდაჭერა დამატებითი პროდუქტების გაყიდვაში (მაგ: სახელფასო პროგრამა, სავალუტო ოპერაციები და სხვა საბანკო სერვისები).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - განათლება: ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, საბანკო საქმის ან ფინანსების მიმართულებით; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად; - სამუშაო გამოცდილება: კორპორატიულ საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; - უცხო ენები: ქართული ენის თავისუფლად ცოდნა, ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; - ტექნიკური ცოდნა და უნარები: MS Office, Excel-ის კარგად ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები: - ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; - პრეზენტაციის წარდგენის ძლიერი უნარები; - ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი; - ეფექტური თანამშრომლობის უნარი გუნდთან და სხვა დეპარტამენტებთან; - ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობისა და ვადების მართვის უნარი; - პროაქტიული და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის სტილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა