მაღაზიის ადმინისტრატორი
კომპანია „ფემილი რითეილი“ — 15 წლიანი გამოცდილების მქონე, სწრაფად მზარდი ქსელი სავაჭრო სექტორში, რომელიც აერთიანებს მაღაზიათა ქსელ „ფემილი“-სა და საკვების საწარმო „ფემილი ფუდს“ აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები: - შეკვეთებისა და მარაგების კონტროლი; - პროდუქციის ვადებისა და ხარისხის კონტროლი; - თანამშრომლების სამუშაოს გადანაწილება და მონიტორინგი; - მიღებული პროდუქციის შემოწმება და სწორად განთავსება; - სალარო და სავაჭრო დარბაზის მუშაობის კონტროლი; - ჰიგიენური და შიდა წესების დაცვის კონტროლი; - მენეჯერთან მუდმივი კომუნიკაცია და უშუალო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება; - სასურველია საცალო ვაჭრობის, ან კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები: - ანაზღაურება: 1200₾ (Net) - სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი მცოცავი ცვლები - დასვენება: კვირაში 1 დღე
თუ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე:, "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeDxZq6MAe3vClyQWQyMRcp_5qdBCSiscDVL5e282JK_o5jhA/viewform, ან დარეკეთ მითითებულ ნომერზე:
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის პოტენციური დამსაქმებლისათვის კანდიდატის მიერ გამოგზავნა ჩაითვლება მის თანხმობად, რომ შპს „ფემილი რითეილი“ დაამუშაოს ამ ინფორმაციაში არსებული პერსონალური მონაცემები. დამუშავების მიზანია კანდიდატის შეფასება გამოცხადებული ვაკანსიისათვის და მასთან კონტაქტი. თუ არ მოხდა კანდიდატის შერჩევა, მისი პერსონალური მონაცემები წაიშლება და აღარ გაგრძელდება მათი დამუშავება.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.