9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

MYWY58FW გამოქვეყნდა 5 ოქტ 39 ნახვა

გაყიდვების მენეჯერი

Artana Development გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

Artana Development არის საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის პრემიუმ კლასის უძრავი ქონების პროექტებს.

კომპანია ავითარებს სასტუმროს ტიპის აპარტამენტების პროექტს საერთაშორისო სასტუმრო ჯგუფ Accor-თან პარტნიორობით, რაც პროექტს აერთიანებს თანამედროვე დეველოპერულ, საინვესტიციო და სასტუმრო ინდუსტრიის სტანდარტებთან.

კომპანიის განვითარების ეტაპზე ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება გაყიდვების გუნდს და პასუხისმგებელი იქნება გაყიდვების პროცესის სრულ ციკლზე — პოტენციური მომხმარებლების მოძიებიდან გაყიდვის დახურვამდე და შემდგომი ურთიერთობის მართვამდე.

ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს აქტიური გაყიდვების გამოცდილება, ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები, შეუძლია მაღალი ღირებულების პროდუქტის პროფესიონალურად წარდგენა და ორიენტირებულია როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური გაყიდვების მიზნების მიღწევაზე.

კომპანიისა და პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://wwww.artanadevelopment.com

პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი
გრაფიკი: 5/2 09:00-18:00 მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება, ლიდების იდენტიფიცირება, კვალიფიცირება და ეფექტური მართვა;
  • გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა — პირველი კონტაქტიდან შეხვედრამდე, ჯავშნამდე და ხელშეკრულების გაფორმებამდე;
  • პროექტის, მისი კონცეფციის, აპარტამენტების, საერთაშორისო ბრენდისა და საინვესტიციო შესაძლებლობების პროფესიონალურად წარდგენა;
  • მომხმარებლის საჭიროებების, ფინანსური შესაძლებლობებისა და საინვესტიციო მიზნების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
  • ფასების, გადახდის პირობების, სპეციალური შეთავაზებებისა და სხვა კომერციული პირობების ეფექტური კომუნიკაცია;
  • მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების წარმატებით დახურვა;
  • მომხმარებელთა შეკითხვებისა და წინააღმდეგობების პროფესიონალურად მართვა;
  • პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარება;
  • უძრავი ქონების სააგენტოებთან, ბროკერებთან, საინვესტიციო კომპანიებთან და სხვა გაყიდვების პარტნიორებთან თანამშრომლობა;
  • CRM სისტემაში ლიდების, კომუნიკაციების, შეხვედრების, შეთავაზებების, ჯავშნებისა და ხელშეკრულებების ზუსტი და დროული აღრიცხვა;
  • გაყიდვების funnel-ის მონიტორინგი და არსებული ლიდების ეფექტური კონვერტაციის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • ბაზრის, კონკურენტული პროექტების, ფასების, მომხმარებელთა მოთხოვნისა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
  • მარკეტინგის, იურიდიულ, ფინანსურ და Customer Relations გუნდებთან კოორდინირებული მუშაობა;
  • კომპანიისა და პარტნიორი საერთაშორისო ბრენდის მომსახურებისა და კომუნიკაციის სტანდარტების დაცვა;
  • გამოფენებში, პრეზენტაციებში, გაყიდვების ღონისძიებებსა და საინვესტიციო შეხვედრებში კომპანიის პროფესიონალურად წარმომადგენლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • უძრავი ქონების გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მაღალი ღირებულების პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ძლიერი მოლაპარაკებისა და გაყიდვის დახურვის უნარები;
  • მაღალი დონის ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • პრეზენტაციისა და პროდუქტის ღირებულების ეფექტურად წარმოჩენის უნარი;
  • მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირებისა და კონსულტაციური გაყიდვების მიდგომის გამოყენების უნარი;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დინამიკურ და შედეგზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური მიზნების შესრულებაზე ორიენტირებულობა.

ენების ცოდნა:

  • ქართული — თავისუფლად;
  • თურქული- ძალიან კარგი
  • ინგლისური — კარგი;
  • რუსული — ჩაითვლება უპირატესობად;
  • სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

რას ვთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსისა და მოტივაციის სისტემას;
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კორპორატიულ მობილურ ნომერსა და კომუნიკაციის ხარჯების უზრუნველყოფას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებულ გარემოში;
  • პრემიუმ კლასის, საერთაშორისო ბრენდთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • გამოცდილ პროფესიონალებთან და სხვადასხვა ფუნქციურ გუნდთან თანამშრომლობას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას მზარდ დეველოპერულ კომპანიაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე.

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელ-ფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "არტანა დეველოპმენტი"-ს მიერ; პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა