სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
კომპანია "Consultings Group Georgia" აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი; ** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა (რუსული ენის ცოდნა პრიორიტეტულია); ** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** ორგანიზაციებთან, ფიზიკურ პირებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ** ხელშეკრულებების რეგისტრაცია, დაარქივება; ** კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, არსებული ხარვეზებისა და დარღვევების გამოვლენა და აღმოფხვრა.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა; ** პუნქტუალურობა; ** კომუნიკაბელურობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 -დან 18:00 - მდე; ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ტაბიძის 3-5.
დაინტერესებულმა კანდიდატმა გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ქართულ ენაზე მითითებულ ელ-ფოსტაზე: media@consultings.ge
გთხოვთ, სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.