გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

MZAVBGPC გამოქვეყნდა 13 ნოე 21 ნახვა

რედაქტორის ასისტენტი

₾1100 / თვეში შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 31 დღე) ბოლო ვადა: 14 დეკ

სსიპ - "საქართველოს ეროვნული მუზეუმის" შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი აცხადებს ვაკანსიას რედაქტორის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

  • ადგილების რაოდენობა - 1;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ხელმძღვანელთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად;
  • ანაზღაურება: 1100 (ათას ასი) ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლადო გუდიაშვილის N1.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფილოლოგიის, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ჟურნალისტიკის ან შესაბამის სფეროში;
  • სასურველია საგამომცემლო, სარედაქციო ან ტექსტებთან მუშაობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • ტექსტების დამუშავების, კორექტირებისა და რედაქტირების უნარი;
  • ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და სისტემატიზაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ფუნქცია-მოვალეობები

  • სახელოვნებათმცოდნეო-საისტორიო ტექსტების (კატალოგების, მონოგრაფიების, საპროექტო, ასევე, საგამოფენო მოკლე ტექსტების) კორექტირება;
  • ტექსტების ენობრივი, სტილისტური და ტექნიკური გამართვა;
  • რედაქტორისთვის სარედაქციო მასალების მომზადება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • სამუზეუმო ტექსტების დამოუკიდებლად რედაქტირება.

კონკურსის ეტაპები

  • განცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება და წერითი დავალება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

გთხოვთ, აღწერაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა