რედაქტორის ასისტენტი
სსიპ - "საქართველოს ეროვნული მუზეუმის" შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი აცხადებს ვაკანსიას რედაქტორის ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები
- ადგილების რაოდენობა - 1;
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ხელმძღვანელთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად;
- ანაზღაურება: 1100 (ათას ასი) ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით);
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლადო გუდიაშვილის N1.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფილოლოგიის, ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ჟურნალისტიკის ან შესაბამის სფეროში;
- სასურველია საგამომცემლო, სარედაქციო ან ტექსტებთან მუშაობის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა;
- წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი;
- ტექსტების დამუშავების, კორექტირებისა და რედაქტირების უნარი;
- ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და სისტემატიზაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ფუნქცია-მოვალეობები
- სახელოვნებათმცოდნეო-საისტორიო ტექსტების (კატალოგების, მონოგრაფიების, საპროექტო, ასევე, საგამოფენო მოკლე ტექსტების) კორექტირება;
- ტექსტების ენობრივი, სტილისტური და ტექნიკური გამართვა;
- რედაქტორისთვის სარედაქციო მასალების მომზადება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- სამუზეუმო ტექსტების დამოუკიდებლად რედაქტირება.
კონკურსის ეტაპები
- განცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება და წერითი დავალება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
გთხოვთ, აღწერაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.