პროექტების კოორდინატორის ასისტენტი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია CARWIZ Georgia (https://www.facebook.com/CarwizGeorgia) აცხადებს ვაკანსიას პროექტების კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე ბათუმში.
კომპანია ახორციელებს 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების თანამშრომლებისა და სტუმრების გადაყვანას დღე-ღამის საათებში, სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მძღოლებისთვის დავალებების მიცემა და მათი კონტროლი;
- სასტუმროებთან ყოველდღიური კომუნიკაცია თანამშრომლების/სტაფის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით მათგან ინფორმაციის მიღება და მძღოლებისთვის გადანაწილება;
- ბათუმის უბნების მიხედვით თანამშრომლების ტრანსპორტში დაჯგუფება;
- კომპანიის მძღოლების მიერ შესრულებული ტრანსფერების რაოდენობის მიხედვით გამოყენებული საწვავის და სხვა სამუშაო დეტალების აღრიცხვა და კონტროლი;
- ყოველკვირეული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel საბაზისო დონეზე ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ბათუმის ქუჩების და მისი შემოგარენის მისამართების მაღალ დონეზე ცოდნა;
- სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
- კარგი საკომუნიკაციო უნარები;
- რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო ადგილი - ბათუმი (დისტანციური რეჟიმი). აუცილებელი მოთხოვნაა კანდიდატი ცხოვრობდეს ბათუმში და იცნობდეს ადგილობრივ სპეციფიკას.
სამუშაო საათები - 17:00 - 00:00 კვირაში 5 დღე. ანაზღაურება: 1500 ლარი.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, განაცხადები თქვენს ანგარიშში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.