8144 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

N1V5CZX5 გამოქვეყნდა 26 აგვ 21 ნახვა

მედიქალ ვორლდის ლაბორატორია

მედიქალ ვორლდის ლაბორატორია

ფლებოტომისტი

მედიქალ ვორლდის ლაბორატორია გარე განცხადება
ზუგდიდი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
₾800 / თვეში ბოლო ვადა:

"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის"სახელითაა ცნობილი.

"Medical World Spa&Wellnes"კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდის ფილიალში ფლებოტომისტის პოზიციაზე.

სამუშაოს მდებარეობა: ზუგდიდი, კონსტანტინე გამსახურდიას ქ.N132

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი (09:00 -17:00 სთ); შაბათი (09:00-14:00 სთ).

ანაზღაურება: 800 ლარი.

სამუშაოს აღწერა:

** საექთნო მომსახურების გაწევა ბინაზე გამოძახებით ან/და ლაბორატორიაში;

** ნიმუშების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება, სტანდარტული პროცედურების დაცვით;

** კონტრაქტორი სამედიცინო დაწესებულებებიდან დღის განმავლობაში უსაფრთხოდ ტრანსპორტირება, სტანდარტული პროცედურების დაცვით;

** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის მიერ დანერგილი პროტოკოლების და გაიდლაინების შესრულება.

მოთხოვნები:

** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი;

** მინიმუმ 2 (ორი) წლიანი სამუშაო გამოცდილება, როგორც მოზრდილთა ისე პედიატრიულ ასაკში.

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;

პიროვნული მახასიათებლები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** კომუნიკაბელურობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენთან დაგხვდებათ:

** თანამედროვე და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემო, სადაც ხარისხი, გუნდური თანამშრომლობა და პაციენტზე ზრუნვა წარმოადგენს საქმიანობის ძირითად ღირებულებებს;

** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სტაბილურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გარემოში.

** ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ლაბორატორიულ სერვისზე (ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზეც).

** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი გვერდები:

https://mlab.ge/; https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
მედიქალ ვორლდის ლაბორატორია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის