7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

N22Q0CJM გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

სტაჟირება შესყიდვების დეპარტამენტში

სეკე პარკი via hr.ge
თბილისი სტაჟირება სხვა
₾700 / თვეში ბოლო ვადა:

კომპანია SEKKEI PARK აცხადებს მიღებას შესყიდვების დეპარტამენტში სტაჟიორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ: ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.

ვაკანსიის შესახებ: - ანაზღაურება: 700 ლარი - სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა - ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9 - საკონტაქტო ტელ.ნომერი: 595 116 735

ფუნქცია-მოვალეობები: - ადგილობრივ მომწოდებლებთან ყოველდღიური სამუშაო კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა; - კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების პროცესში მენეჯერის ასისტირება; - ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და პროდუქციის შეძენა საუკეთესო პირობებით; - მომწოდებლებისგან მიღებული შეთავაზებებისა და ფასების Excel-ში შეყვანა, შედარება და პირველადი ანალიზი; - შეკვეთების განთავსება და მათი შესრულების ვადების კონტროლი; - არსებული მომწოდებლების ბაზის მუდმივი განახლება, ფაილების მოწესრიგება და განვითარება.

ძირითადი მოთხოვნები: - Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები და თვისებები: - სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: - სამედიცინო დაზღვევა; - პროფესიული განვითარება; - სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სეკე პარკი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა