დარბაზის ადმინისტრატორი
"Jibe Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დარბაზის ადმინისტრატორი ამბროლაურში.
სამუშაო გრაფიკი: 12:00-20:00 ანაზღაურება: 1400 ლარი (გამოსაცდელ პერიოდში I თვე - 1200, II თვე-1300, III თვიდან 1400₾)
ფუნქცია-მოვალეობები
- სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით;
- სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი
- კონსულტანტებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
- პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/QCxG3gmd