Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

N4RK7TSR 20 Kas tarihinde yayınlandı 22 görüntüleme

ფარმაცევტი

Görüşülür Oturum açın ve başvurun

20 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 20 Ara tarihine kadar başvurun

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას- ფარმაცევტის პოზიციაზე თბილისში.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი წამყვანი დარგობრივი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო სექტორში. ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით მუშაობს როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მკურნალობის კუთხით. ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს, როგორც ფსიქიატრიული, ისე ნარკოლოგიური მიმართულებით. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განვითარებაზე ორიენტირებული და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს სამედიცინო სექტორში. ცენტრის პრიორიტეტია ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიულ განვითარება და სტაბილური სამუშაო გარემო.

ძირითადი მოთხოვნები

  • ფარმაციის მიმართულებით მიღებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული უმაღლესი განათლება (დიპლომირებული ფარმაცევტი);
  • სააფთიაქო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები

  • მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;
  • მედიკამენტების მარაგების, ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი;
  • ფარმაცევტული დოკუმენტაციისა და მედიკამენტების მოძრაობასთან დაკავშირებული ჩანაწერების წარმოება;
  • ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ცენტრის შიდა პროცედურების დაცვა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა;
  • შესასრულებელი სამუშაოს დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ფარმაცევტი).

მდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ჩიხი #2.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.

ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz