ბარის სუპერვაიზერი
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ბარის სუპერვაიზერის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან ,,არგო’’-ში .
ძირითადი მოვალეობები: - ბარის გუნდის მართვა — თანამშრომლების სამუშაო პროცესის ორგანიზება, სამუშაო გრაფიკებისა და ცვლების შედგენა და შესრულების კონტროლი; - ბარის სტანდარტების დაცვა — სასმელებისა და კოქტეილების მომზადების კონტროლი დამტკიცებული რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური სტანდარტების შესაბამისად; - ინვენტარიზაციისა და მარაგების კონტროლი — ბარის ნაშთების მონიტორინგი, საჭირო პროდუქციის დროული შეკვეთა და მარაგების ეფექტიანი მართვა; - ჩამოწერებისა და დანაკარგების კონტროლი — ზედმეტი ჩამოწერების, დანაკარგებისა და პროდუქციის არარაციონალური გამოყენების გამოვლენა და შემცირების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება; - HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა — პროდუქციის შენახვის, მარკირების, ვადების, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების ყოველდღიური კონტროლი; - თანამშრომლების სწავლება და განვითარება — ახალი თანამშრომლების ადაპტაცია, სწავლება და პროფესიული გადამზადება, ასევე არსებული გუნდის ცოდნისა და უნარების განვითარება; - გუნდური და პროფესიონალური მუშაობის უზრუნველყოფა — ბარში ეფექტიანი სამუშაო გარემოს, თანამშრომლებს შორის სწორი კომუნიკაციის, დისციპლინისა და მაღალი პროფესიული სტანდარტის უზრუნველყოფა. - გუნდური და პროფესიონალური მუშაობის უზრუნველყოფა — ბარში ეფექტიანი სამუშაო გარემოს, თანამშრომლებს შორის სწორი კომუნიკაციის, დისციპლინისა და მაღალი პროფესიული სტანდარტის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, (ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
პიროვნული თვისებები - მომხმარებელზე ორიენტირებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა; - გუნდის მართვისა და ლიდერობის უნარი;
სამუშაო პირობები: - სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78 - სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი - ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ: - კომფორტულ სამუშო გრაფიკს; - კვებით უზრუნველყოფას; - ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს: - კვებითი უზრუნველყოფა - ჯანმრთელობის დაზღვევა - 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa - 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“ - ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში
კომპანიის შესახებ ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს: მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!