9314 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

N8Z6RB23 გამოქვეყნდა 27 ოქტ 18 ნახვა

შეკვეთების ადმინისტრატორი

4Hospitals გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 28 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

4Hospitals სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია "ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე" - შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს.

"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

  • პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან ყოველდღიური შეკვეთების მიღება, ელექტრონული ფოსტის თუ სატელეფონო საშუალებით.
  • მიღებული შეკვეთების სისტემაში ოპერატიულად ასახვის უზრუნველყოფა და შეკვეთის დროულად მიწოდების გაკონტროლება;
  • პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, პროდუქტების ასორტიმენტთან დაკავშირებით;
  • პარტნიორი ორგანიზაციებისთვის კომერციული შეთავაზების ან ინვოისის მომზადება და მიწოდება
  • შეკვეთილი პროდუქტის მარაგში არქონის შემთხვევაში, ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება მომხმარებლისთვის და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
  • შეკვეთების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ქრონოლოგიური არქივაცია და ყოველი თვის ბოლოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის მიწოდება;
  • უზრუნველყოს შოურუმის მუდმივად მოწესრიგებულ მდგომარეობაში ყოფნა;
  • შოურუმში არსებული მარაგების/ასორტიმენტის მუდმივი განახლება და შესაბამისი მერჩენდაიზინგი;
  • შოურუმში, მისი პასუხიმგებლობის ქვეშ არსებული პროდუქციის პერიოდული გადათვლა და შედარება სისტემაში არსებულ ნაშთებთან.
  • შოურუმის მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა.

ძირითადი უნარები:

  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა;
  • კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • სააღრიცხვო სისტემებში მუშაობის გამოცდილება. პროგრამა "ბალანსში" მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე.

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა გადმოდით ბმულზე და დაგვიტოვეთ რეზიუმე.

https://4hospitals.selfrecruit.ge/s/F33jT

4Hospitals გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა