მძღოლი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ქართველი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- სასურველია უსაფრთხოების, დაცვის ან ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება;
- ასაკი: 35+;
- სასურველია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა;
- თბილისის ქუჩებისა და საქართველოს რეგიონალური მარშრუტების კარგად ცოდნა.
მოვალეობები:
- კომპანიის დამფუძნებლის/დირექტორის და მისი სტუმრების გადაადგილების/ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
- ტრანსპორტირებისთვის გადაცემული დოკუმენტაციისა და სამსახურებრივი საჭიროებისთვის განკუთვნილი ნივთების დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ მიტანა;
- სამსახურებრივი დავალებების შესრულება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტისა და განრიგის შესაბამისად;
- ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის, გამართულობისა და სისუფთავის კონტროლი;
- ავტომობილის გეგმური ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების საჭიროების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
- კომპანიის შიდა წესების, შრომის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნების დაცვა;
- კომპანიის ავტომობილის უსაფრთხო მართვა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 2 დღე დასვენება); სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი
ლოკაციის სანახავად გადადით ლინკზე: https://maps.app.goo.gl/61h6PWC9RGAwabjg7; https://lnkd.in/dAYEFpg8
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. საგნის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 29.11.2026
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.