ფილიალის მენეჯერი
კომპანია "Medical World - მედიქალ ვორლდი" საქართველოს ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას თავდაპირველად სამედიცინო სფეროსთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის აპარატურისა და აღჭურვილობის იმპორტი და მისი შემდგომი დისტრიბუცია წარმოადგენდა.
მრავალწლიანი საქმიანობის განმავლობაში კომპანიამ დააგროვა მნიშვნელოვანი გამოცდილება და პროფესიული კომპეტენცია სამედიცინო ტექნოლოგიებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
წლების განმავლობაში "Medical World - მედიქალ ვორლდი" თანმიმდევრულად აფართოებდა საქმიანობის სფეროებს. 2017 წელს კომპანიის მიმართულებებს დაემატა სამედიცინო ლაბორატორია.
დღეს "Medical World - მედიქალ ვორლდი" აერთიანებს სამედიცინო სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას და მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი სერვისები და ფართოვდება კომპანიის საქმიანობის არეალი არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.
"მედიქალ ვორლდის" ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას ოზურგეთის ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. ოზურგეთი, წულაძის ქუჩა (ავტოსადგურის მიმდებარედ); სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00 სთ; შაბათი 09:00-14:00 სთ; ანაზღაურება: 800 ლარიდან გამოცდილების მიხედვით.
ძირითადი სამუშაო მიმართულებები
- ოზურგეთის კლინიკების, სამედიცინო დაწესებულებებისა და პოტენციური პარტნიორების მოძიება; ** არსებულ პარტნიორებთან ვიზიტებისა და კომუნიკაციის დაგეგმვა, შედეგების აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება;
- ფილიალის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
- პაციენტების მიღების, რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების პროცესის კონტროლი;
- სახარჯი საშუალებებისა და სხვა საჭირო რესურსების ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
- ფილიალში დასაქმებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
- მომსახურების ხარისხის, სამუშაო პროცესებისა და შიდა სტანდარტების კონტროლი;
- საჭიროებისადა მიხედვით სათავო ოფისთან და ცენტრალურ ლაბორატორიასთან მუდმივი კომუნიკაცია და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია ჯანდაცვის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, მედიცინის ან მომიჯნავე მიმართულებით);
- მინიმუმ 1-2-წლიანი მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა ენიჭება სამედიცინო სფეროში გამოცდილ კანდიდატებს);
- Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა;
- სასურველია ავტომობილის მართვის B კატეგორიის მოწმობა და რეგიონში გადაადგილების მზადყოფნა.
საჭირო კომპეტენციები/უნარები
- ლიდერობა და სტრატეგიული აზროვნება;
- მოლაპარაკებისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
- დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა;
- ეთიკური სტანდარტებისა და კონფიდენციალურობის მაღალი დაცვა;
- ინიციატივიანობა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- უწყვეტი პროფესიული განვითარების სურვილი.
ჩვენთან დაგხვდებათ
- პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო — სადაც გუნდური თანამშრომლობა, განვითარება და პაციენტზე ზრუნვა ჩვენი საქმიანობის მთავარი პრიორიტეტებია;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები — ტრენინგები, სწავლა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
- თანამედროვე და ორგანიზებული სამუშაო პროცესი — რომელიც ხელს უწყობს როგორც თანამშრომლის, ისე კომპანიის მუდმივ განვითარებას;
- ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა სპეციალური პირობებით, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის;
- FitPass-ის პროგრამა — ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის.
ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ ვებგვერდებსა და სოციალური მედიის გვერდებს:
https://mlab.ge/; https://mworld.ge/ https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის Subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება: "ოზურგეთის ფილიალის მენეჯერი".
კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება და შეინახება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობით, დადგენილი წესის შესაბამისად.