ობიექტის მენეჯერი
ომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 23 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდის ფილიალში შემდეგ პოზიციაზე: ობიექტის მენეჯერი სამუშაო საათები: 10:00 - 19:00.
ობიექტის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები: - გაყიდვების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება, გაყიდვების თანამშრომლებისთვის გაყიდვების გეგმის დასახვა და შესრულების მონიტორინგი; - გაყიდვებთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება; - ობიექტში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი; - კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; - მარაგების კონტროლი და შეკვეთების უზრუნველყოფა; - სალარო ოპერაციების გამართულად წარმოების უზრუნველყოფა; - დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამუშაოს შესრულების ხარისხის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები: - პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; - სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამისი პოზიციის მიმართულებით.
აუცილებელი უნარები: - ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.