8300 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NFKAR430 გამოქვეყნდა 27 აგვ 1 ნახვა

სასტუმროს დიასახლისი

კომპლექსი კრუიზი via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი დასუფთავება
₾1200 / თვეში ბოლო ვადა:

"კომპლექსი კრუიზი", რომელიც მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს და გამოირჩევა სტუმართმოყვარეობის მაღალი სტანდარტით, აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს დიასახლისის პოზიციაზე.

ვაკანსია: სასტუმროს დიასახლისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჰიგიენური ნორმების დაცვით სასტუმროს შიდა სივრცეების დალაგება და დასუფთავება. ** ნომრების მზადყოფნის უზრუნველყოფა სტუმრების მიღებისა და განთავსებისთვის.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 81 ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სრული განაკვეთი (09:00 - 18:00) ** ფიქსირებული ანაზღაურება: 1200 ლარი (ნეტი, ხელზე ასაღები) ** უზრუნველყოფილი კვება ** სტაბილური სამუშაო გარემო და გონივრულად გადანაწილებული სამუშაო დატვირთვა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:

კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ მხოლოდ კანდიდატის შეფასებისა და შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მონაცემები დამუშავდება კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
კომპლექსი კრუიზი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა