Kazan

İnsanları findjobs.ge'ye getirin, ödediklerinin %5⁠–⁠25 kadarını kazanın. Başlamak ücretsiz, ödeme sonuca göre.

← Tüm iş ilanları

NFYB89P6 10 Kas tarihinde yayınlandı 2 görüntüleme

სოციალური მედიის მენეჯერი

Görüşülür 11 Ara tarihine kadar başvurun
Oturum açın ve başvurun

TNG Fire & Safety Systems აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის (Social Media Manager) პოზიციაზე.

TNG Fire & Safety Systems-ის საქმიანობა მოიცავს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების იმპორტსა და მონტაჟს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ვეძებთ კრეატიულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სოციალური მედიის არხების მართვას, საინტერესო კონტენტის შექმნასა და კომპანიის ცნობადობის ზრდას ციფრულ სივრცეში.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის სოციალური მედიის გვერდების მართვა (Facebook, Instagram და სხვა შესაბამისი პლატფორმები);
  • სოციალური მედიის კონტენტ-გეგმის მომზადება ყოველთვიურად;
  • კონტენტ გეგმის შესაბამისად პოსტებისთვის ვიზუალებისა და ქოფების მომზადება.
  • ვიზუალური კონტენტის შექმნა — ფოტოების, დიზაინებისა და ვიდეოების მომზადება;
  • ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება და დამუშავება;
  • პოსტების რეკლამაში გაშვება Meta Ads Manager-დან და მათი ანალიტიკა;
  • ბრენდის ვიზუალური სტილისა და საკომუნიკაციო ტონის დაცვა;
  • აუდიტორიასთან კომუნიკაცია და კომენტარებსა თუ შეტყობინებებზე რეაგირება;
  • კომპანიის გუნდისგან ინფორმაციის მიღება და მისი საინტერესო კონტენტად გარდაქმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სოციალური მედიის მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • პოსტების დიზაინისა და ვიზუალური კონტენტის შექმნის უნარი;
  • ფოტო-ვიდეო მასალის გადაღებისა და დამუშავების საბაზისო ან პროფესიული უნარები;
  • გამართული წერისა და ქოფირაითინგის უნარი;
  • კრეატიული აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივების გამოჩენის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შეთანხმებული ვადების დაცვა;
  • პორტფოლიოს წარმოდგენის შესაძლებლობა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი მოთხოვნები

  • სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურულ ან სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი კომპანიების სოციალური მედიის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • B2B მიმართულებით მომუშავე კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ვიდეომონტაჟისა და გრაფიკული დიზაინის პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ვიდეოებში მონაწილეობა: პრიორიტეტად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში თავადაც გამოჩნდება და ისაუბრებს კომპანიის ვიდეოებში. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ შესაბამისი ნამუშევრები ან პორტფოლიო.
  • ფოტო და ვიდეო გადაღება: სამუშაო პროცესის ფარგლებში საჭირო იქნება კომპანიის ობიექტებზე ვიზიტი და ადგილზე ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება.
  • მართვის მოწმობა და ავტომობილი: აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი ობიექტებზე გადაადგილებისთვის. გადაადგილებისთვის საჭირო საწვავის ხარჯს კომპანია სრულად აანაზღაურებს.
  • გრაფიკული დიზაინი: გთხოვთ, განაცხადში მიუთითოთ, მუშაობთ თუ არა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით და რომელ პროგრამებს ფლობთ დამატებითი უპირატესობები და მოთხოვნები.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
  • კრეატიული იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კომპანიის ბრენდის განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას — შეთანხმებით.

დასაქმების პირობები:

პოზიცია: სოციალური მედიის მენეჯერი (Social Media Manager); დასაქმების ფორმატი და გრაფიკი: შეთანხმებით; ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV და, შესაძლებლობის შემთხვევაში, თქვენი ნამუშევრების პორტფოლიო ელექტრონულ ფოსტაზე და ელფოსტის Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სოციალური მედიის მენეჯერი".

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz