სტუმრის მიღება-განთავსების ოპერატორი/ადმინისტრატორი
მაღალი შეფასების მქონე საოჯახო ტიპის 11 ნომრიან სასტუმროს, რომელიც მდებარეობს ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, ესაჭიროება სტუმრის მიღება-განთავსების ოპერატორი (ადმინისტრატორი).
მუშაობა ცვლაში: სამ დღეში ერთხელ, 24 საათის განმავლობაში, დილის 10.00 საათიდან მომდევნო დღის 10.00 საათამდე. ოპერატორის სამუშაო ადგილის გვერდით არსებობს მოსასვენებელი ოთახი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე.
მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა, რეგისტრაცია და განთავსება სასტუმროში, სტანდარტების შესაბამისად;
- ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს სერვისებისა და ქალაქის ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ;
- ჯავშნების მართვა და სტუმრების მოთხოვნების ეფექტურად დაკმაყოფილება;
- გადახდებთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
- სტუმრების უკუკავშირის მიღება და პრობლემების დროული გადაჭრა.
მოთხოვნები: პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ფლობდეს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს და ერკვეოდეს საოფისე პროგრამებში.
პერსონალური უნარ ჩვევები: დეტალებისადმი ყურადღებიანობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გუნდურ შედეგზე და სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებულობა; კომუნიკაბელურობა, პრეზენტაბელურობა; ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა; პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
პირობები: ანაზღაურება: 1100 ლარი.
ენები: ინგლისური, რუსული, ქართული
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.