8382 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NHV4HTGJ გამოქვეყნდა 3 სექ 1 ნახვა

სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი

Zuzumbo Resort & Spa გარე განცხადება
თელავი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

„ზუზუმბო რეზორტი და სპა“ კახეთში მდებარე სასტუმროს კომპლექსი ეძებს აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ და გამოცდილ სასტუმროს გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და პასუხისმგებელი იქნება უცხოურ ბაზრებზე სასტუმროს გაყიდვების განვითარებასა და ახალი პარტნიორების მოზიდვაზე.

სამუშაო პირობები: - პოზიცია: სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი - სამუშაო ფორმატი: დისტანციური - ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები - ანაზღაურების დეტალები: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები: - უცხოურ ბაზრებზე სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიისა და კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; - ბაზრის მოთხოვნების, ტენდენციებისა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი; - ახალი კლიენტებისა და ბიზნესპარტნიორების აქტიური მოძიება უცხოურ ბაზრებზე; - ტურისტულ სააგენტოებთან, კომპანიებთან და სხვა პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარება; - პოტენციური კლიენტებისთვის კომერციული შეთავაზებებისა და სპეციალური პაკეტების მომზადება; - ონლაინ შეხვედრებისა და პრეზენტაციების დაგეგმვა და ჩატარება; - მოლაპარაკებების წარმოება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება; - არსებული კლიენტებისა და პარტნიორების შენარჩუნება და გაყიდვების შემდგომი კომუნიკაციის მართვა; - გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული ღონისძიებების განხორციელება;

მოთხოვნები: - მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება სასტუმროს გაყიდვების, მსგავს პოზიციაზე; - ტურიზმისა და სასტუმროს სფეროში გაყიდვების გამოცდილება; - ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად სასაუბროდ ფლობა; - განვითარებული გაყიდვებისა და მოლაპარაკების უნარები; - ახალი კლიენტებისა და პარტნიორების მოძიების გამოცდილება; - ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები; - გამართული და დამაჯერებელი მეტყველება; - ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი; - შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - ორგანიზებულობა, ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა; - დამოუკიდებლად და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი; - OTA პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ: - ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსურ სისტემას გაყიდვების შედეგების მიხედვით; - სრულად დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ტურიზმისა და სასტუმროს სფეროში;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე შენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:

შემოგვიერთდი და გახდი „ზუზუმბო რეზორტი და სპას“ გაყიდვების გუნდის წევრი!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Zuzumbo Resort & Spa
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის