8394 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NKJQQKRD გამოქვეყნდა 3 სექ 4 ნახვა

სათადარიგო ნაწილების მრჩეველი

GT Group გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია „ჯი-თი გრუპ“-ი აცხადებს ვაკანისას სათადარიგო ნაწილების მრჩეველის პოზიციაზე, მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით.

„ჯი-თი გრუპ“-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu,Castrol და სხვა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #216; სამუშაო გრაფიკი : სრული, 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: - უმაღლესი განათლება - სასურველია ტექნიკური ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; - ავტომობილის კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება; - ავტომობილის საერთო მოწყობილობის და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა; - ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა; - MS Office-ის პროგრამების ეფექტურად გამოყენების უნარი; - ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად მართვის უნარი;

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები: - მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია და სატელეფონო ზარების მიღება; - კატალოგებში ავტონაწილების მოძიება და იდენტიფიცირება; - დაუდგენელი კოდის შემთხვევაში მომწოდებლებთან კომუნიკაცია დეტალის დაზუსტებისა და იდენტიფიკაციის მიზნით; - მომხმარებლისთვის წინასწარი და საბოლოო ინვოისების მომზადება; - ჩარიცხვებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ლიმიტების გადამოწმება; - სწრაფი შეკვეთების განთავსება და ლოჯისტიკური პროცესის კონტროლი; - სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია და მიწოდების კოორდინაცია; - შეკვეთის სტატუსის მუდმივი მონიტორინგი და მომხმარებლის ინფორმირება; - მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში დეტალის შეკვეთის ინიცირება ნაწილების მენეჯერთან; - მომხმარებლებისთვის მარკეტინგული აქტივობებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება; - მწარმოებლების მიერ დადგენილი ბიზნეს გეგმების შესრულების მონიტორინგი; - წინასწარი და საბოლოო ინვოისების რეესტრის წარმოება; - შეკვეთების რეესტრის წარმოება და მიწოდების სტატუსების მუდმივი განახლება; - მომწოდებლების ინვოისებისა და სატრანსპორტო დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება; - ხელმძღვანელთან რეგჰულარული ანგარიშგება;

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://gtgroup.selfrecruit.ge/s/f2C0t

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
GT Group
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის