7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NKY2VMCC გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

მზარეული/მცხობელი

კაფე მზა via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კაფე მზა აცხადებს ვაკანსიას მზარეულისა და მცხობელის პოზიციაზე.

ვაკანსია: მზარეული გრაფიკი: 2/2 -ზე საწყისი ანაზღაურება: 100 ლარი + ბონუსი

ვაკანსია: მცხობელი გრაფიკი: 2/2-ზე საწყისი ანაზრაურება: 80 ლარი + ბონუსი

ჩვენ შესახებ: ჩვენ ვართ ახალი, ამბიციური სტარტაპი დიდი გეგმებით! ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ მზარეულს და მცხობელს, რომელსაც უყვარს ხარისხიანი კერძების მომზადება და სურს, ჩვენთან ერთად გაიაროს განვითარების ეს საინტერესო გზა.

ძირითადი მოვალეობები: - კერძებისა და ინგრედიენტების მომზადება დადგენილი რეცეპტურისა და სტანდარტების დაცვით - პროდუქციის მარაგების, ვარგისიანობისა და შენახვის პირობების კონტროლი - სამზარეულოში სისუფთავის, ჰიგიენისა და სურსათის უვნებლობის ნორმების ზედმიწევნით დაცვა - სამზარეულოს გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა

მოთხოვნები: - მზარეულად მუშაობის გამოცდილება (სასურველია) - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა და დაცვა - პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა - სტრესულ გარემოში სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი

რას გთავაზობთ: - ზრდის პერსპექტივას: ჩვენს წარმატებასთან ერთად პროპორციულად გაიზრდება შენი ანაზღაურებაც - კონკურენტუნარიან საწყის ანაზღაურებას - მეგობრულ, დინამიკურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს - პროფესიული განვითარების რეალურ შესაძლებლობას

საკონტაქტო ინფორმაცია: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: legalcounselor92@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 551 588 522

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
კაფე მზა
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა