9746 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

NMPQTGC3 გამოქვეყნდა 22 ოქტ 7 ნახვა

მიღების სპეციალისტი

ორი ნაბიჯი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 ნოე

"ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მიღების სპეციალისტი.

"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 650-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 08:00-17:00 დასვენება 2 დღე
  • სამუშაო ადგილი: გეზი, სოფელი გამარჯვება
  • ბენეფიტები: საწყობამდე ტრანსპორტირება, კვება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობში შემოსული საქონლის ჩამოცლა სატვირთო ავტომანქანიდან და განთავსება საწყობში განსაზღვრულ სივრცეში;
  • საწყობში ანონსის მიხედვით პროდუქციის მიღების კონტროლი;
  • პროდუქციის მდგომარეობის, ვადების, ანოტაციისა და შიდა სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • მიღებული პროდუქციის რაოდენობრივი გადამოწმება და ფაქტობრივი რაოდენობის პროგრამაში ასახვა;
  • პროდუქციის ვადებისა და შესაბამისი ოპერაციებისთვის მონაცემების სისტემაში ასახვა;
  • პალეტის შესაბამისი რაოდენობების მიღება პროგრამაში;
  • მიღების პროცესში გამოვლენილი დაზიანებების, ვადის დარღვევების და სხვა ხარვეზების შესახებ შესაბამისი პირების ინფორმირება;
  • მიღების პროცესში არსებული რაოდენობრივი გადახრების პროგრამაში ასახვა;
  • მიღების პროცესში პროდუქციის გადაადგილებისა და განთავსების კონტროლი;
  • მიღების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოებაში ჩართულობა;
  • საწყობის ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და დატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში, პროცესებში მონაწილეობის მიღება;
  • მომწოდებლებისთვის გასატანი ყუთებისა და პალეტების აღრიცხვა და მონიტორინგი;
  • სამუშაოს დასრულებისას სასაწყობე ტექნიკის შესაბამის სივრცეში გადაყვანისა და დამუხტვის კონტროლი;
  • სასაწყობე ტექნიკის გამართულობის კონტროლი და ტექნიკის მდგომარეობასთან დაკავშირებით უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი საწყობებიდან შესაბამისი რაოდენობით პროდუქციის გადმოტანა;
  • სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
  • შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  • საწყობის ტერიტორიაზე ინდივიდუალურად მინიჭებული დაცვის საშუალებების გამოყენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი/არასრული უმაღლესი განათლება
  • საწყობში მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
  • სასურველია MS Office პროგრამების ცოდნა

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/YHiy5HJ

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა