უძრავი ქონების აგენტი
The One Real Estate აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უძრავი ქონების აგენტი ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და მიზანდასახულ უძრავი ქონების აგენტს.
ძირითადი მოვალეობები: - კლიენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაციის გაწევა; - უძრავი ქონების ობიექტების მოძიება და ბაზაში განთავსება; - ქონების ჩვენებების ორგანიზება და ჩატარება; - მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების მხარდაჭერა; - ახალი კლიენტების მოძიება და არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; - კომპიუტერის საბაზისო ცოდნა; - მსგავს სფეროში გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო – უზრუნველყოფილია სწავლება.
ჩვენ გთავაზობთ: - მაღალი შემოსავლის შესაძლებლობას (საკომისიო სისტემის საფუძველზე); - პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებს; - მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; - კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
თუ ხარ ენერგიული, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს წარმატებული კარიერის შექმნა უძრავი ქონების სფეროში, გამოგვიგზავნე შენი CV და შემოგვიერთდი! theonerealestate.ge@gmail.com