რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი
სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი", რომელიც შემომყვანი ტურიზმით არის დაკავებული და პარტნიორი კომპანიები ჰყავს "გალფი"-სა და "დე სე თე"-ს ქვეყნებში, აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სამუშაო პირობები:
** აუცილებელი მოთხოვნაა რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა, (როგორც სასაუბრო ისე წერითი უნარები)
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).
** სამუშაო დრო: 10:00 -18:00 მდე ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით;
** შრომის ანაზღაურება -1500 ლარი (NET) და ბონუსი; (კანდიდატები განიხილებიან ტურიზმის / სასტუმროს გამოცდილებით)
მოვალეობები:
** უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან პროფესიონალური კომუნიკაცია ელფოსტისა და სხვა არხების საშუალებით — თანამშრომლობა ტურისტული შეთავაზებების, ფასების და ხელშეკრულების პირობების შესათანხმებლად.
** სასტუმროებთან და სხვა მომსახურების მომწოდებლებთან მუდმივი კავშირი — ჯავშნების გაკეთება, დადასტურება, ცვლილებების ან გაუქმებების მართვა.
** სხვადასხვა კატეგორიის ტურისტებისთვის (ჯგუფური) საინტერესო და კონკურენტუნარიანი ტურისტული პაკეტების შედგენა და შეთავაზება.
** რეზერვაციების მართვა: მიღებული ჯავშნების ზუსტი და დროული დაფიქსირება სარეზერვაციო სისტემაში, მონაცემების განახლება და კონტროლი.
** საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა შიდა ან საერთაშორისო მივლინებებში, კომპანიის წარმომადგენლად შეხვედრებსა და ღონისძიებებზე.
საჭირო უნარები:
** კარგი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი,
** პრობლემური საკითხების პროფესიონალურად მოგვარების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოება სასურველი შედეგის მისაღწევად;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "რეზერვაციების მენეჯერის ასისტენტი".
გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.