ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი
კომპანია "ფემილი რითეილი" — 15-წლიანი გამოცდილების მქონე, სწრაფად მზარდი ქსელი სავაჭრო სექტორში, რომელიც აერთიანებს მაღაზიათა ქსელ "ფემილისა" და საკვების საწარმო "ფემილი ფუდს".
ვაკანსია: ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, მცოცავი გრაფიკით. განისაზღვრება გრაფიკის მიხედვით და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს შაბათ-კვირას. ანაზღაურება: 1750 ლარი ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №21
მოთხოვნა: ტექნიკურ სფეროში სამუშაო გამოცდილება აუცილებელია
სამუშაოს ძირითადი მოვალეობები
- ობიექტებზე ტექნიკური სამუშაოების შესრულება (ელექტრობა, წყალგაყვანილობა და სხვა წვრილმანი საკითხები);
- ინვენტარის, ტექნიკისა და ავეჯის მონტაჟი, გადაადგილება, დასაწყობება;
- ტექნიკური პრობლემების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა;
- პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენა და პრევენცია;
- გეგმური და არაგეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
- ტექნიკური აღჭურვილობის მონიტორინგი და გამართვა;
- ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
თუ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე, "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის პოტენციური დამსაქმებლისათვის კანდიდატის მიერ გამოგზავნა ჩაითვლება მის თანხმობად, რომ შპს "ფემილი რითეილი" დაამუშაოს ამ ინფორმაციაში არსებული პერსონალური მონაცემები. დამუშავების მიზანია კანდიდატის შეფასება გამოცხადებული ვაკანსიისათვის და მასთან კონტაქტი. თუ არ მოხდა კანდიდატის შერჩევა, მისი პერსონალური მონაცემები წაიშლება და აღარ გაგრძელდება მათი დამუშავება.
გისურვებთ წარმატებას!