ადვოკატი სისხლის სამართლის მიმართულებით / ადვოკატი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით
არჩილ ნიჟარაძის საადვოკატო ბიურო აცხადებს ვაკანსიებს სისხლის სამართლის მიმართულებით ადვოკატისა და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ადვოკატის პოზიციაზე, ქუთაისში.
ადვოკატი სისხლის სამართლის მიმართულებით
ძირითადი მოვალეობები
- სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი ანალიზი, სტრატეგიის შემუშავება და პროცესების მართვა;
- კლიენტების წარმომადგენლობა სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა შესაბამის ინსტანციებში;
- იურიდიული დოკუმენტაციის (განცხადებები, საჩივრები, ხელშეკრულებები) მომზადება და რედაქტირება;
- კლიენტებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა და მათი ინტერესების დაცვა ყველა ეტაპზე;
- მტკიცებულებების შეგროვება, ანალიზი და საქმისთვის საჭირო მასალების მომზადება;
- სასამართლო პროცესების მონიტორინგი და მიმდინარე კანონმდებლობის ცვლილებების მუდმივი შესწავლა;
- გუნდის წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა და ცოდნის გაზიარება.
სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები
- უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი);
- ადვოკატის სტატუსი
- პრაქტიკული გამოცდილება სისხლის სამართლის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- სასამართლო პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა და ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
ადვოკატი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით
ძირითადი მოვალეობები
- კლიენტების სამართლებრივი კონსულტირება და მათი ინტერესების წარმომადგენლობა;
- სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სარჩელების, შესაგებლების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- სასამართლო პროცესებში მონაწილეობა და კლიენტების წარმომადგენლობა;
- საქმის მასალების შესწავლა, სამართლებრივი რისკების შეფასება და საქმის წარმოების სტრატეგიის შემუშავება;
- კლიენტებთან და შესაბამის უწყებებთან პროფესიული კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ადვოკატის მოქმედი სტატუსი;
- სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობისა და სამოქალაქო საპროცესო სამართლის ცოდნა;
- სამართლებრივი დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგი საკონტაქტო არხის საშუალებით. განაცხადის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება