8300 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

NWK4099V გამოქვეყნდა 27 აგვ 0 ნახვა

ტექნიკური დიზაინერი

პოლიპრინტი via jobs.ge
თბილისი სრული განაკვეთი მედია / გამომცემლობა
₾3000 / თვეში ბოლო ვადა:

პოლიგრაფიული კომპანია "პოლიპრინტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - სრული, ორშაბათი - პარასკევი, 9:30 - 18:30; ** ლოკაცია: დიდი დიღომი, ნიკო ბურის 18 ** შესვენება - 1 საათი; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** ანაზღაურება - 3000 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში - 2000 ლარი);

ძირითადი მოვალეობები:

** ფაილების ტექნიკური დამუშავება და საბეჭდად მომზადება; ** საბეჭდი ფაილების ტექნიკური პარამეტრების შემოწმება; ** ხელმძღვანელთან და წარმოების გუნდთან კოორდინირებული მუშაობა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** შემდეგი პროგრამების სრულყოფილი ცოდნა: CorelDRAW, Adobe Illustrator, Adobe InDesign, Adobe Photoshop, Adobe Acrobat; ** სტამბაში ან პოლიგრაფიულ წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: tornike.dzadzua@polyprint.ge. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ტექნიკური დიზაინერი".

გისურვებთ წარმატებას.

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს პოლიპრინტმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
პოლიპრინტი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა