მძღოლ-დისტრიბუტორი
სადისტრიბუციო კომპანია გიორგი აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ზუგდიდი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 9:00- 15:00
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
- მართვის მოწმობა B კატეგორია, (მექანიკა) ტარების მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილებით
მოვალეობები
- პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
- სამუშაო დღის ბოლოს ობიექტიდან ამოღებული თანხების სალაროში/ბანკში შეტანა;
- მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი;
- სალაროს აპარატზე და ზედნადებზე მუშაობა (არ ცოდნის შემთხვევაში შევასწავლით)
- ჩვენ ვეძებთ პიროვნებას, რომელსაც გრძელვადიანი კონტრაქტით სურს დასაქმება.
ფიქსირებული შემოსავალი, მოჭრილი ხელზე ასაღები თანხის ოდენობა 700 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.