8,330 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

P0NJ4575 გამოქვეყნდა 15 სექ 3 ნახვა

გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტი

გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტი

აკადემიური თანამდებობები

თბილისი სრული განაკვეთი განათლება
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ოქტ

"გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი" აცხადებს კონკურსს 2026 წლის 15 სექტემბრიდან პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე, სამართლის, ბიზნესისა და მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლებში, მედიცინის სკოლის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის (დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი და საექთნო საბაკალავრო) საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამის განხორციელებისათვის შემდეგი მიმართულებებით:

სამართლის სკოლა:

1. საჯარო სამართალი

  • ასისტენტ-პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული
  • ასისტენტი-ერთი საშტატო ერთეული

2. სისხლის სამართალი: ასისტენტი-ორი საშტატო ერთეული

ბიზნესისა და მართვის სკოლა:

1. საგადასახადო საქმე: ასისტენტ-პროფესორი -ერთი საშტატო ერთეული

მედიცინის სკოლა:

1. სამეცნიერო კვლევის მეთოდები: პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული 2. ბიოფიზიკა: პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

3. ქართული ენა

  • პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  • ასისტენტ პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

4. უროლოგია

  • პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

5. ნევროლოგია

  • პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

6. ქირურგია

  • პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი - ორი საშტატო ერთეული

7. შინაგანი მედიცინა

  • პროფესორი - ორი საშტატო ერთეული
  • პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (პროფესიული ნიშნით)
  • ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

8. პედიატრია

  • პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული
  • ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

9. მეან-გინეკოლოგია: პროფესორი - ორი საშტატო ერთეული

10. რადიოლოგია

  • პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (პროფესიული ნიშნით)
  • ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

11. ენდოკრინოლოგია: ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული 12. კარდიოლოგია: ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული 13. საზოგადოებრივი ჯანდაცვა: პროფესორი - ორი საშტატო ერთეული 14. ფსიქოლოგია: ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა:

1. ფსიქოლოგია (კლინიკური ფსიქოლოგია)

  • ასოცირებული პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული
  • ასისტენტ-პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული

2. ნეოროფსიქოლოგია: ასოცირებული პროფესორი-ერთი საშტატო ერთეული

ბათუმის წარმომადგენლობა:

სამართლის სკოლა:

1. კერძო სამართალი: ასისტენტი -ორი საშტატო ერთეული 2. საჯარო სამართალი: ასისტენტი-ერთი საშტატო ერთეული 3. სისხლის სამართალი: ასისტენტი-სამი საშტატო ერთეული

1. პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებით, 2. ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე, 5 (ხუთი) წლის ვადით, შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო - პედაგოგიური გამოცდილებით, 3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით, 4. ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტი 3 (სამი) წლის ვადით.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ღია კონკურსის წესით შესაძლებელია, ასევე პროფესიული ნიშნით. პროფესიული ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები/კრიტერიუმები : პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/ სფეროში წამყვან პოზიციებზე მუშაობის არანაკლებ, 6 წლის, ხოლო ასოცირებულ პროფესორად-პროფესიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ, 5 წლის გამოცდილება. ორივე შემთხვევაში მათი კვალიფიკაცია უნდა დასტურდებოდეს სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება და მისი კვალიფიკაცია დასტურდება სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში/სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

შესარჩევი კონკურსი წარიმართება წარმოდგენილი დოკუმენტების ანალიზისა და, საჭიროების შემთხვევაში (ზოგიერთი ასპექტის დაზუსტების მიზნით), გასაუბრების, საჯარო ლექციის ჩატარების საფუძველზე.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის, ასისტენტის კონკურსი, აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ეფუძნება შემდეგ კრიტერიუმებს/ინდიკატორებს:

  • სამეცნიერო აკადემიური ხარისხი;
  • სამუშაო გამოცდილება (მუშაობის სტაჟი);
  • დოქტორანტის ხელმძღვანელობა/რეცენზენტობა;
  • ადმინისტრაციულ/აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დამატებითი აკადემიური პასუხისმგებლობა/ფუნქცია (პროგრამის ხელმძღვანელობა, მიმართულების ხელმძღვანელობა, სასწავლო დისციპლინის ხელმძღვანელობა, სტუდენტთა სამეცნიერო გაერთიანების ხელმძღვანელობა/ინდივიდუალური სამეცნიერო ხელმძღვანელობა (მათ შორის საბაკალავრო საფეხურზე სამეცნიერო მოხსენების მოსამზადებლად); აკადემიური საბჭოს წევრობა, სადისერტაციო საბჭოს/კომისიის წევრობა და სხვ.);
  • პროფესიული განვითარება (ტრენინგები, სემინარები...);
  • საგრანტო კვლევითი პროექტი
  • მონოგრაფია/სახელმძღვანელო/სამეცნიერო სტატია (ადგილობრივ ან/და საერთაშორისო გამოცემებში);
  • ციტირების ინდექსი
  • საერთაშორისო ან/და ადგილობრივ აკადემიურ/სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო ან/და ადგილობრივი აკადემიური/სამეცნიერო ორგანიზაციის წევრობა;
  • სახელისუფლებო/არასამთავრობო დროებითი/მუდმივმოქმედი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა

კონკურსანტთა მონაცემების განხილვის დროს, უპირატესობა მიენიჭება იმ პირებს, რომლებიც განაცხადებენ თანხმობას, უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ .

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის და ასისტენტის თანამდებობაზე კანდიდატების შესაბამისობის დადგენის/განსაზღვრის მიზნით, კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე; დ)

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა