8407 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

P25X1VWN გამოქვეყნდა 3 სექ 0 ნახვა

მასწავლებლის ასისტენტი

აზროვნების აკადემია გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"აზროვნების აკადემიის სკოლაში" მოსწავლეს დახვდება უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღი, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო. ჩვენი მიზანია, კლასიკური და თანამედროვე განათლების პრინციპების შერწყმით, მოსწავლეები ჩამოვაყალიბოთ მუდმივ შემეცნებაზე ორიენტირებულ, წიგნიერ, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიან პიროვნებებად.

ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი იგეგმება და წარიმართება გამოცდილი აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა და ფსიქოლოგთა აქტიური თანამშრომლობით.

აზროვნების აკადემიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://kindergarten.azraki.ge/skola/

"აზროვნების აკადემია" აცხადებს კონკურსს მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოსწავლისთვის პოზიტიური, უსაფრთხო და მხარდამჭერი სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს შექმნაში აქტიური მონაწილეობა;

** მოსწავლის თავისუფალი დროის მიზნობრივად და პროდუქტიულად გამოყენების ხელშეწყობა, მისი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით;

** მოსწავლის დღის რეჟიმის, დროის სწორად განაწილებისა და ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზების მხარდაჭერა;

** მოსწავლისთვის საშინაო დავალებების დამოუკიდებლად შესრულების ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში თანასწავლის პრინციპით აკადემიური მხარდაჭერის გაწევა;

** მოსწავლის საკლუბო, შემეცნებით, სპორტულ და სხვა სასკოლო აქტივობებში ორგანიზებულად ჩართულობის ხელშეწყობა;

** კლასში თანამშრომლობითი, კეთილგანწყობილი და მხარდამჭერი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

** მოსწავლის დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და თვითორგანიზების უნარების განვითარებისთვის შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

** მოსწავლის აკადემიური და პიროვნული განვითარების პროცესზე დაკვირვება და შესაბამისი ინფორმაციის დროული გაზიარება;

** მოსწავლის საჭიროებების, ჩართულობისა და პროგრესის შესახებ მასწავლებლებთან და მშობლებთან ეფექტური და პროფესიული კომუნიკაცია;

** მასწავლებლებთან თანამშრომლობა მოსწავლის სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების მიზნით;

** მშობლებთან თანამშრომლობა მოსწავლის სასწავლო, სოციალური და ემოციური განვითარების მხარდასაჭერად;

** სკოლის შიდა რეგულაციების, ეთიკის ნორმებისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება. განათლების, ფსიქოლოგიის, ჰუმანიტარულ ან მომიჯნავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;

** სასკოლო გარემოში მუშაობის ან ბავშვებთან/მოზარდებთან ურთიერთობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

** საოფისე და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა;

** სასკოლო გარემოს, სასწავლო პროცესისა და მოსწავლის განვითარების თავისებურებების მიმართ ინტერესისა და მზაობის ქონა;

** პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის პრინციპების გაცნობიერება.

კომპეტენციები და უნარები:

** ბავშვებთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;

** ემპათია, მოთმინება და ყურადღებიანი დამოკიდებულება;

** მოსწავლის საჭიროებების სწორად აღქმისა და შესაბამისი რეაგირების უნარი;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;

** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;

** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;

** კონფლიქტური ან რთული სიტუაციების მშვიდად და კონსტრუქციულად მართვის უნარი;

** ინიციატივიანობა და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული მიდგომა.

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზურაბ საკანდელიძის #9 (მეტრა პარკი)

** სამუშაო გრაფიკი: 14:00-17:00 სთ.

** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით

** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფა;

** http://onlineacademia.ge-ზე წვდომა;

** სალონურ საუბრებზე უფასო წვდომა;

** ჩვენი გამომცემლობის წიგნებსა და აზროვნების აკადემიის კურსებზე 50%-იანი ფასდაკლება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2 ოქტომბერი 2026 წ.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
აზროვნების აკადემია
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის