9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

P32VRK6M გამოქვეყნდა 17 ოქტ 52 ნახვა

წარმოების ტექნიკოსი

როსტერი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა ტექნიკოსი
ორიგინალზე გადასვლა ↗
₾2500 / თვეში +16% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,154 ₾ · 29 განცხადება ბოლო ვადა: 18 ნოე

კომპანია "როსტერი" ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელი წამყვანი ქართული საწარმოა, რომელიც 2007 წლიდან უწყვეტად ავითარებს ადგილობრივ წარმოებას. კომპანია ფლობს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, სადაც უმაღლესი სტანდარტების მზა საკვები იწარმოება. ამასთანავე, "როსტერი" ქვეყანაში წამყვანი მომწოდებელია და უმაღლესი ხარისხის საკვებდანამატებით, პრემიქსებითა და მარცვლეულით სტაბილურად ამარაგებს როგორც ადგილობრივ მწარმოებლებს, ისე ფერმერულ მეურნეობებს. დღესდღეობით კომპანია 100-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს.

კომპანია "როსტერი" აცხადებს ვაკანსიას ცხოველებისა და ფრინველების საკვებ საწარმოში წარმოების ტექნიკოსის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 1 წელი;
  • მინიმალური საშემდუღებლო სამუშაოების წარმოების ცოდნა;
  • ელექტრობის მინიმალური ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოს მექანიკური მოწყობილობების და აღჭურვილობების პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურების და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება წარმოების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად;
  • მექანიკური მოწყობილობების ცვეთის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების განხორციელება;
  • მოწყობილობების და დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
  • სამუშაო ინსტრუმენტების, ხელსაწყოების და აღჭურვილობის მოვლა, უსაფრთხო და ფუნქციონალურ მდგომარეობაში მათი შენარჩუნება;
  • სიმაღლეზე ტექნიკური სამუშაოების განხორციელება შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებით საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • ტექნიკური სამუშაოების შესრულება შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თელეთი (გარდაბანი) - თანამშრომლებს ემსახურებათ კომპანიის ტრანსპორტი ისნის მეტროდან;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00-18:00) - ორშაბათი-შაბათი;
  • ანაზღაურება: 2500₾ ხელზე ასაღები.

შესაბამისი კვალიფიკაციის დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდით.

ტელ: 595759050 ან 595947147

გისურვებთ წარმატებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა