გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

P38EX12S გამოქვეყნდა 2 ნოე 10 ნახვა

ექსპორტის მენეჯერი

უჯ ლუბრიკანტს

უჯ ლუბრიკანტს

უჯ ლუბრიკანტს გარე განცხადება
ქუთაისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი
ოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

შპს „უჯ ლუბრიკანტს“ აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციზე. UG Lubricants არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზდება საპოხი მასალების, ზეთების, გრიზებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში ავტო და სამრეწველო სექტორისთვის. კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში და მომხმარებლებს სთავაზობს ფართო ასორტიმენტს სხვადასხვა ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებით. UG Lubricants განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხარისხს, ტექნოლოგიურ განვითარებასა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. Facebook: https://www.facebook.com/share/1FMmRa9WGw/?mibextid=wwXIfr

ვაკანსიის აღწერა UG Lubricants ეძებს ექსპორტის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის პროდუქციის რეალიზაციაზე საერთაშორისო ბაზრებზე, ახალი უცხოელი კლიენტებისა და პარტნიორების მოძიებაზე და ექსპორტის გაყიდვების პროცესების სრულ კოორდინაციაზე. პოზიცია მოიცავს საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებს, კონტრაქტების გაფორმებაში მონაწილეობას, ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვას და მიწოდების პროცესების კონტროლს. სამუშაო პერიოდულად მოიცავს მივლინებებს და მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებში ახალი კლიენტების მოძიებისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების მიზნით.

ფუნქცია-მოვალეობები

  • საერთაშორისო კლიენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია
  • ახალი საექსპორტო ბაზრებისა და კლიენტების მოძიება
  • კომერციული წინადადებებისა და კონტრაქტების მომზადებაში მონაწილეობა
  • ექსპორტის გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგების მონიტორინგი
  • ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი (ინვოისი, პაკინგ ლისტი, წარმოშობის სერტიფიკატი და სხვა)
  • ლოგისტიკური პროცესების კოორდინაცია სატრანსპორტო კომპანიებთან და საბაჟო ბროკერებთან
  • მიწოდების ვადებისა და პირობების კონტროლი
  • გაყიდვების ანგარიშებისა და სტატისტიკის მომზადება მენეჯმენტისთვის
  • მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებში კომპანიის წარმომადგენლად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სამუშაო გამოცდილება ექსპორტის გაყიდვების ან საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით (სასურველი)
  • საერთაშორისო ვაჭრობისა და ექსპორტის დოკუმენტაციის ცოდნა (სასურველი)
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • შედეგზე ორიენტირებულობა და მიზანმიმართულობა
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word, ელფოსტა)

ენების ცოდნა

  • ქართული – აუცილებელია
  • ინგლისური – აუცილებელია
  • რუსული – უპირატესობა

დასაქმების ტიპი

  • სრული განაკვეთი (Full time)

სამუშაო გრაფიკი / ფორმატი სრული – ოფისში მუშაობა (ქუთაისი) სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 პერიოდულად მოიცავს მივლინებებს და მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებში

ანაზღაურება კონკურენტული (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსები ექსპორტის გაყიდვების შედეგების მიხედვით (გამჭვირვალე ბონუს სისტემა)

ბენეფიტები

  • სამედიცინო დაზღვევა
  • ბონუსების სისტემა
  • პროფესიული განვითარება საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით
  • საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება
  • სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით

შენიშვნა წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების შპს „UG Lubricants“-ისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით და დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს „უჯ ლუბრიკანტს“-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსია, რომელზე საკონკურსოდაც აგზავნით თქვენს რეზიუმეს. სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ გადაირჩევა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა