8291 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

P4517BWY გამოქვეყნდა 25 აგვ 6 ნახვა

ბუღალტრის თანაშემწე

WE DO
პირდაპირი

რას ნიშნავს „პირდაპირი“

ეს დამსაქმებელი findjobs.ge-ზე აქვეყნებს და აქვე პასუხობს. განცხადება მისია, ამ საიტისთვის დაწერილი, და არა სხვა წყაროდან აღებული.

ასაქმებ? პირდაპირი განცხადებები სარკისებურ ასლებზე მაღლა ჩანს, განაცხადები პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება. განათავსე ან აიღე შენი განცხადება უფასოდ.

თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾1600 / თვეში ბოლო ვადა:

ვიდუ აცხადევბს ვაკანსიას: ბუღალტრის თანაშემწეს პოზიციაზე კომპანია "ვიდუ" დაფუძნდა 2020 წელს და დროის მცირე მონაკვეთში სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთ კონკურენტულ ფიგურად იქცა. საკმაოდ დიდი გამოცდილების და სწორი მენეჯმენტის საფუძველზე კომპანიამ ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდარული წილი. "ვიდუ" მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებულ მომსახურებას, საფასადე და ინტერიერის საღებავებს, სამშენებლო ლითონკონსტრუქციების გაქირავების სერვისს და მათთან დაკავშირებულ მომსახურებას.

ადგილმდებარეობა: თბილსი სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი. ანაზღაურება: 1600 ლარი (გროსი) სფერო: დეველოპმენტი / სამშენებლო სექტორი

ძირითადი მოვალეობები: - გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება/ კორექტირება/მონიტორინგი ყოველდღიურ რეჟიმში. - შედარების აქტების მომზადება - დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი და შესაბამისი პროცესების მართვა; - რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის rs.ge სისტემაში ასახვა; - საბანკო გატარებების შესრულება (Cash Flow, CRM); - კვარტლურ და ყოველთვიური ბიუჯეტირებაში აქტიური ჩართულობა - სახელფასო დარიცხვა - შესყიდვების აღრიცხვა (საჭიროების მიხედვით);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები - ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა, განვითარებისა და სწავლის სურვილი.

რას გთავაზობთ: - ჯანმრთელობის დაზღვევა; - თანამედროვე სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; - კარიერული ზრდის პერსპექტივა.

სამუშაო პირობები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; სამუშაო საათები- 09:00-18:00; სამუშაო ადგილი – თბილისი, ოფისიდან.

განაცხადის წარდგენა: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@wedo.com.ge ხოლო საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება –ბუღალტრის ასისტენტი დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელ. ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები ინახება კომპანიაში 2 წლის მანძილზე. ამასთან, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც. „ვიდუ“ გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
WE DO
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის