გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "Cargo Hub" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები და გრაფიკი
- სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, სიმონ კანდელაკის #59;
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; (13:00-14:00 შესვენება)
- ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების შესაბამისად) + ბონუსი;
- შვებულება 24 სამუშაო დღე + დამატებით 6 დასვენების დღე day off;
- კორპორატიული ნომერი ულიმიტო სასაუბრო დროით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- პოტენციური კლიენტების (საერთაშორისო ტვირთების მქონე ორგანიზაციების) მოძიება / სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან
- შეხვედრების ორგანიზება / მოლაპარაკების წარმოება;
- ხელშეკრულების გაფორმება/ინვოისის მომზადება;
- მიღებული შეკვეთის ოპერატიულად შესრულების კონტროლი
- პარტნიორ ორგანიზაციებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- ბაზების მუდმივი განახლება/რეპორტინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- განიხილება ლოგისტიკურ (სატრანსპორტო) კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატები;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- აუცილებელია რუსული და/ან ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.