დისპეჩერი
თიჯი ლოჯისტიკს აცხადებს ვაკანსიას დისპეჩერის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 16:00-01:00 ანაზღაურება: შესრულებული სამუშაოსა და შედეგებზე დამოკიდებული — 1000-4500 ლარი
ძირითადი მოვალეობები: - ტვირთების მოძიება ამერიკის ტერიტორიაზე არსებული სპეციალური Load board-ების მეშვეობით; - შუამავალ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმართვა ტვირთთან დაკავშირებულ საკითხებზე; - შეკვეთების მიღება Load board-ებიდან, ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით; - საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; - გადაზიდვის პროცესის ორგანიზება და ტვირთის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე; - კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, სასურველია იმეილებთან მუშაობის გამოცდილება; - ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის.
სასურველი პიროვნული უნარები: - კარგი კომუნიკაციის უნარი და ორგანიზებულობა; - დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ: - კონკურენტულ ანაზღაურებას; - მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; - კარიერული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას. - ყველაზე სწრაფად მზარდი და განვითარებადი კარიერული სფეროს გამოცდილებას და ტრენინგებს - მოქნილ საბონუსე სისტემას
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: დისპეჩერი
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.