ონლაინ გაყიდვების მენეჯერი
შპს ,,მინთი მარკეტი“ - თანამედროვე სუპერმარკეტების ქცელი, რომელიც აქტიურად იზრდება ქართულ ბაზარზე
გუნდის გაფართოების მიზნით ეძებს მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ ონლაინ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება Glovo-სა და Wolt-ის პლატფორმებზე გაყიდვების ზრდაზე, პროდუქციის/მენიუს მართვასა და ყოველდღიური ონლაინ ოპერაციების კონტროლზე.
ძირითადი მოვალეობები: - Glovo-სა და Wolt-ის პლატფორმებზე კომპანიის გვერდების/მაღაზიის ყოველდღიური მართვა; - პროდუქციისა და მენიუს განახლება, ფასების, აღწერებისა და ფოტო-მასალის კონტროლი; - ონლაინ შეკვეთების მონიტორინგი და გაყიდვების პროცესის გამართულად წარმართვა; - გაყიდვების ზრდისთვის სხვადასხვა შეთავაზებების, აქციებისა და ფასდაკლებების დაგეგმვა და განხორციელება; - პლატფორმებზე პროდუქციის სწორად განთავსებისა და ხილვადობის გაუმჯობესებაზე მუშაობა; - გაყიდვების, შეკვეთების, საშუალო ჩეკისა და სხვა ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი; - გაყიდვების შედეგების ანალიზი და გაუმჯობესების გზების შეთავაზება; - Glovo-სა და Wolt-ის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების მოგვარება; - შეკვეთებთან დაკავშირებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის გუნდებთან კოორდინაცია; - მარაგებისა და ხელმისაწვდომობის კონტროლი, რათა ონლაინ პლატფორმებზე პროდუქცია მუდმივად აქტიური და ხელმისაწვდომი იყოს; - ყოველდღიური/ყოველკვირეული გაყიდვების ანგარიშების მომზადება; - გაყიდვების ზრდის ახალი შესაძლებლობების მოძიება და ინიციატივების განხორციელება.
ძირითადი მოთხოვნები: - ონლაინ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება; - Glovo-სა და/ან Wolt-ის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; - Excel/Google Sheets-ის ცოდნა; - რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი; - შედეგებზე ორიენტირებული სამუშაო მიდგომა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული ანაზღაურება: 1000.00 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: aurasova14@gmail.com ან დაგვიკავშირდით + 995 598 77 09 67