9880 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

P7QJS466 გამოქვეყნდა 7 ოქტ 33 ნახვა

უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი

დამსაქმებელი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 8 ნოე

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

თბილისი, საბურთალო, გაგარინის მოედანი | სრული განაკვეთი

ჩვენ ვეძებთ ახალ წევრს გაყიდვების გუნდში, ადამიანს, რომელსაც უყვარს კომუნიკაცია, შეუძლია კლიენტის საჭიროებების სწორად გაგება და მოტივაციას აძლევს კონკრეტული შედეგის მიღწევა.

თუ გინდა განვითარდე უძრავი ქონების სფეროში და გქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი შედეგების შესაბამისად გაზარდო შემოსავალი, ეს პოზიცია შენთვის საინტერესო იქნება.

რას გააკეთებ?

შენი ძირითადი საქმიანობა იქნება:

  • პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია
  • კლიენტის საჭიროებებისა და მოთხოვნების განსაზღვრა
  • შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება და პრეზენტაცია
  • მოლაპარაკებების წარმართვა
  • უძრავი ქონების ობიექტების ჩვენებების ორგანიზება
  • კლიენტებთან ურთიერთობის მართვა გაყიდვის ყველა ეტაპზე
  • ახალი შესაძლებლობების მოძიება და გაყიდვების შედეგების გაუმჯობესება

ვის ვეძებთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენი დამოკიდებულება საქმის მიმართ და არა მხოლოდ წარსულში მიღებული გამოცდილება.

შენთვის ეს პოზიცია განსაკუთრებით შესაფერისია, თუ:

  • შეგიძლია დამოუკიდებლად დაგეგმო და მართო საკუთარი სამუშაო პროცესი
  • კარგად ანაწილებ დროს და პრიორიტეტებს
  • გაქვს ინიციატივის გამოჩენის სურვილი და აქტიური მუშაობა შენთვის ბუნებრივია
  • მარტივად ამყარებ კონტაქტს სხვადასხვა ტიპის ადამიანთან
  • კომფორტულად გრძნობ თავს კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების პროცესში
  • გინდა საკუთარი შედეგების მუდმივად გაუმჯობესება
  • სწრაფად სწავლობ და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შეგიძლია
  • გამოწვევები დამატებით მოტივაციას გაძლევს
  • გაქვს მაღალი მიზნები და მზად ხარ მათ მისაღწევად იმუშაო

ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

რას მიიღებ ჩვენთან?

  • კორპორატიულ ნომერს და ულიმიტო სასაუბრო პაკეტს
  • უძრავი ქონების ობიექტების რეკლამირების ხარჯების დაფინანსებას
  • პროფესიულ გარემოს და გუნდურ მხარდაჭერას
  • შესაძლებლობას, განავითარო გაყიდვების პრაქტიკული უნარები
  • გამოცდილებას უძრავი ქონების სფეროში
  • შემოსავლის ზრდის რეალურ შესაძლებლობას
  • კარიერული განვითარების პერსპექტივას
  • გუნდს, სადაც შედეგი ფასდება

ანაზღაურება

ჩვენთან შენი შემოსავალი პირდაპირ არის დაკავშირებული შენი გაყიდვების შედეგებთან.

საკომისიო სისტემა:

  • თითოეულ დახურულ გარიგებაზე - 50% საკომისიო
  • თვის გეგმის შესრულების შემთხვევაში მომდევნო თითოეულ დახურულ გარიგებაზე 80% საკომისიო

შემოსავლის ზედა ზღვარი არ არსებობს, შენი შემოსავლის ზრდა დამოკიდებულია შენს შედეგებზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკის ორი ვარიანტი:

10:00 - 18:00 11:00 - 19:00

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, გაგარინის მოედანი

ვისთვისაა ეს პოზიცია?

ეს ვაკანსია განსაკუთრებით საინტერესო იქნება ადამიანისთვის, რომელსაც არ სურს მხოლოდ ფიქსირებული ხელფასის ფარგლებში მუშაობა და სურს, ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი შედეგების მიხედვით შექმნას მაღალი შემოსავალი.

თუ ხარ ადამიანი, რომელიც მიზანს ისახავს, მოქმედებს და შედეგის მიღწევა შეგიძლია, გვინდა გაგიცნოთ.

გამოგვიგზავნე CV მეილზე და გახდი ჩვენი გაყიდვების გუნდის წევრი

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა