7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

P7W1JKEX გამოქვეყნდა 25 აგვ 6 ნახვა

მოლარე-კონსულტანტი

სამი ძმა via jobs.ge
თბილისი სტაჟირება გაყიდვები
₾1050 / თვეში ბოლო ვადა:

შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://samidzma.ge

ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ?

ძირითადი პირობები:

** სამუშაო ადგილი: კედიას ქ. 3; ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე; ** ანაზღაურება: მზარდი, საწყის ეტაპზე 1050 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები (3 თვის შემდეგ 1200) ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** ანაზღაურებადი სტაჟირება; ** კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება.

რა დაგევალებათ?

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო პროგრამაში მუშაობა; ** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება; ** მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა.

რას ველით თქვენგან?

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება; ** მომხმარებელთან გულისხმიერი კომუნიკაციის სურვილი და უნარი;

როგორ მოხვდეთ ჩვენთან?

შერჩევის ვადა და ეტაპები:

რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 30 სექტემბრის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

** რეზიუმეების გადარჩევა; ** გასაუბრება ოფისში; ** ანაზღაურებადი სტაჟირება.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@samidzma.ge და გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მოლარე-კონსულტანტი".

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
სამი ძმა
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა