9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

PCJN19M9 გამოქვეყნდა 12 ოქტ 39 ნახვა

პროექტების მენეჯერი

STREAM გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 26 ოქტ

ვაცხადებთ ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე კომპანია "ელტეგისთვის" (http://www.elteg.ge).

კომპანია 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მომხმარებელს სთავაზობს ლიფტების, ესკალატორებისა და პარკინგის სისტემების ფართო სპექტრის მიწოდება-მონტაჟსა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებას. 2012 წლიდან Kleemann-ის ავტორიზებული დისტრიბუტორი.

პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მივესალმებით ორგანიზებულ, გუნდის მართვისა და გადაწყვეტილების მიღების, პრობლემების სწრაფად გადაჭრის, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარების და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე კანდიდატებს.

სამუშაო ადგილი: ქ. წამებულის 44 სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ანაზღაურების და ბონუსების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე)

ძირითადი მოვალეობები:

  • სამუშაო ობიექტზე პირველადი ვიზიტის განხორციელება;
  • ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა და დაზუსტება;
  • არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა, მათ შორის ადგილზე აზომვების განხორციელება და სხვა რელევანტური მონაცემების შეგროვება;
  • მოპოვებული მონაცემების ანალიზი და დამკვეთის საჭიროებების გათვალისწინებით ინფორმაციის საბოლოო ფორმალიზება;
  • დამკვეთთან კომუნიკაციის საფუძველზე მისი საჭიროებების იდენტიფიცირება და ფორმალიზება წერილობითი სახით;
  • კომპლექსური ტექნიკური მოთხოვნების შედგენა, რომლებიც ეფუძნება ანალიზს და არსებულ ტექნიკურ პირობებს;
  • პროექტის შესრულების პროცესის მუდმივი მონიტორინგი ობიექტზე;
  • გამოვლენილი ხარვეზებისა და რისკების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება წერილობითი ფორმით;
  • შესაბამისი მოწყობილობებისა და მასალების შერჩევა ხარისხის, ეფექტიანობისა და ღირებულების გათვალისწინებით;
  • პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური ინფორმაციის, სპეციფიკაციებისა და სხვა მასალების მომზადება წერილობითი ფორმით;
  • შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების და დასკვნების შედგენა;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიის სახელით დამკვეთებთან შეხვედრებში მონაწილეობა;
  • შეხვედრების შედეგების და მიღებული გადაწყვეტილებების წერილობითი დაფიქსირება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
  • კომპანიის მენეჯმენტის მითითებით, განახორციელოს სხვა ამოცანები, რომლებიც არ არის პირდაპირ მითითებული ამ დანართში, მაგრამ ემსახურება კომპანიის სტრატეგიული და ოპერატიული მიზნების მიღწევას.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
  • მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი სამშენებლო სფეროში;
  • მენეჯერული გამოცდილება, დიდი გუნდის მართვის უნარი;
  • ელექტროობის ტექნიკური ცოდნა (სავალდებულო);
  • მექანიკური ინჟინერიის საბაზისო ცოდნა ან სწრაფად ათვისების უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს, ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე არაუგვიანეს 25 ოქტომბრისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური.

შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა