კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
„დასაქმების სააგენტი ეიჩარის“ აცხადებს ვაკანსიას HR.GE-ის ვებ-გვერდის კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმების სააგენტო ეიჩარი დაარსდა 2006 წელს და ამჟამად წამყვანი ადგილი უჭირავს საქართველოს დასაქმების ბაზარზე.
სამუშაოს აღწერა:
- იმეილ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ დამკვეთებთან
- კლიენტების მოძიება/მოზიდვა კერძოდ კომპანიებთან ურთიერთობა და მათთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება
- მომსახურების შეთავაზება, პრეზენტაციის გაგზავნა და ჩატარება
- შეხვედრების დაგეგმვა და საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება
- შეთავაზებების და პრეზენტაციების მომზადება
- პოტენციურ ან/და უკვე ბაზაში არსებულ კლიენტ კომპანიებთან კომუნიკაცია
- არსებული ბაზის დამუშავება და განვითარება
- გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა
- გაყიდვების გეგმის შესრულება
- კომპანიის მომსახურების (პროდუქტების) ზედმიწევნით კარგად ცოდნა.
მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (ახალი კურსდამთავრებული) - სასურველია სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით - ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), ინგლისური და რუსული (სავალდებულოა სრულყოფილი ცოდნის დონე) - კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, MS PowerPoint
პიროვნული უნარები და მახასიათებლები: - მოლაპარაკების წარმოების უნარი - მოტივირებული - შედეგზე ორიენტირებული - სწრაფად ათვისების უნარი - სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი - კომუნიკაბელური - დეტალებზე ორიენტირებული - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - განვითარებაზე ორიენტირებული - შეფასების და ანალიზის უნარი - შრომისმოყვარე
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 09:30-18:30
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.