არქიტექტორი
კომპანია სპექტრუმი, წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას.
ვაცხადებთ ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
მოვალეობები: - ყველა საპროექტო ფაზაზე (კონცეპტუალური, სქემატური, დეტალური) სრულფასოვანი სანებართვო, სამშენებლო და საპრეზენტაციო მასალის მომზადება; - დამკვეთებთან კომუნიკაცია, საპროექტო დავალების ჩამოყალიბება; - ოქმების წარმოება როგორც დამკვეთებთან ასევე მომიჯნავე სპეციალისტებთან; - ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებზე მუშაობა; - სამუშაოს დაგეგმვა და შესრულება განსაზღვრულ ვადებში; - მშენებლობაზე საავტორო ზედამხედველობის განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება; - კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; - მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება; - გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე; - ნახაზების შედგენა საპროექტო პროგრამა Revit-ში; - პროფესიული პროგრამების ცოდნა: Revit, AutoCAD, Photoshop, InDesign; - საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel, outlook).
პიროვნული თვისებები და უნარები: - დროის ეფექტური მართვა; - სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; - სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; - გუნდური და პასუხისმგებლიანი; - განვითარებაზე ორიენტირებული; - შრომისმოყვარე და ენერგიული; - დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; - სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური; - პუნქტუალური.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო, რეზიუმე და ნახაზების კრებული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “არქიტექტორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. შერჩევის პროცესი მოიცავს 2 გასაუბრებას და დავალების შესრულებას.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. “სპექტრუმიის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.