ინტერიერის დიზაინერი
DG Design არის ინტერიერის დიზაინის სტუდიო, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს. ჩვენი გუნდი ქმნის სრულყოფილ და დეტალურ დიზაინ-პროექტებს, ამასთან ერთად, მომხმარებლებს სრულად უდელეგირებს სარემონტო და ავეჯის მომსახურებას.
ჩვენს გუნდში ვეძებთ ინტერიერის დიზაინერს, რომელიც ჩაერთვება როგორც კონცეფციისა და დიზაინის შექმნის, ასევე პროექტის დეტალურად დამუშავების პროცესში.
ძირითადი მოვალეობები: - ინტერიერის დიზაინის კონცეფციის შემუშავება; - დეტალური დიზაინ-პროექტების მომზადება; - სივრცის ფუნქციური და ესთეტიკური დაგეგმარება; - 3D ვიზუალიზაციების შექმნა; - სამუშაო და ტექნიკური ნახაზების მომზადება; - მასალების, ფერების, ავეჯისა და განათების შერჩევა; - პროექტის ტექნიკური დეტალების დამუშავება; - გუნდთან, დამკვეთებთან და პროექტის სხვა მონაწილეებთან კომუნიკაცია; - პროექტის მიმდინარეობის პროცესში საჭირო კორექტირებებისა და ცვლილებების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ინტერიერის დიზაინის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; - 3ds Max, Corona Renderer და V-Ray-ის კარგი ცოდნა; - Archicad-ის ცოდნა; - დიზაინისა და სივრცის დაგეგმარების კარგი ხედვა; - დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი; - რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობის შესაძლებლობა; - პორტფოლიოს წარმოდგენის შესაძლებლობა. - გრაფიკული პროგრამების (Photoshop, Illustrator და სხვა) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. - ასევე, საოფისე პროგრამების (Microsoft Office და სხვა) ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ: - მეგობრულ გარემოს, ტექნიკური ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას, კარიერული წინსვლის პერსპექტივას. - მენტორინგს გამოცდილი დიზაინერებისგან. - თქვენი შესრულებული პროექტის განხორციელებაზე დაკვირვების შესაძლებლობას
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი (დამოკიდებულია შესრულებულ პროექტებზე)
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.